მუხლი 312. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობის შედეგები

ამ კოდექსის 311-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას იგი გაიგზავნება ზარალის ასანაზღაურებლად სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების წესით.