მუხლი 309. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი

1. პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, პატიმრობას იხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულებისას დაპატიმრებულებს პირადად გასინჯავენ.

2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.