მუხლი 280. საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება

1. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა.

2. საჩივრის გამო მიღებულ გადაწყვეტილებაზე პროტესტი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელიც საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომია.