მუხლი 270. წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ

1. საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას შესაბამის საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად ზომების მიღების საჭიროების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციები და პირნი ვალდებულნი არიან წინადადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ წინადადების შემტან ორგანოს (თანამდებობის პირს).

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებული არიან ამ კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის წესს დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.