მუხლი 243. დამრღვევის მიყვანა

1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, აღსრულების პოლიციელმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.

2. სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის წესების, მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის, ტრანსპორტზე ტვირთის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის, სახანძრო უსაფრთხოების, ტრანსპორტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ დამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ საჭირო ცნობების მიწოდება.

2 1. ამ კოდექსის 55 5, 107 და 107 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 135-ე, 1461, 151 1 და 153 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.

3. ტყით სარგებლობის ან ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში.

4. ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისას, რომელიც დაკავშირებულია დაცული ობიექტის ხელყოფასთან ან აღნიშნულ ობიექტზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევასთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან, დამრღვევი შესაბამისად პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სხვა გასამხედროებული დაცვის მუშაკებმა შეიძლება მიიყვანონ პოლიციაში ან გასამხედროებული დაცვის სამსახურებრივ შენობაში სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამრღვევის პიროვნების დასადგენად და სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება. იგი მიყვანილი უნდა იქნეს რაც შეიძლება მცირე დროში

6. (ამოღებულია - 01.08.2014, №2649).