მუხლი 230. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართლდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონების დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.