მუხლი 214. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები

1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით და 130-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის).

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების სახელით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ კონტროლიორ-რევიზორს, ბილეთის კონტროლიორს და საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის (ტროლეიბუსი, ტრამვაი) სხვა, საამისოდ უფლებამოსილ მუშაკებს.