მუხლი 212. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები

საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 112-ე, 113-ე, 114-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 128-ე მუხლის მეორე ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე, 131-ე მუხლებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის).

საზღვაო ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

პორტის კაპიტანს და მის მოადგილეს, ცვლის უფროსს, უფროს კაპიტანს და საპორტო ზედამხედველობის კაპიტანს, საზღვაო ვაგზლის უფროსს და მის მოადგილეს, გემის კაპიტანს;

რაზმის უფროსს და მის მოადგილეს, ცალკეული რაზმის უფროსს, ცალკეული რაზმის ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკის უფროს ინსტრუქტორს და ინსტრუქტორს.

ცვლის უფროსის, უფროსი კაპიტნის და საპორტო ზედამხედველობის კაპიტნის მიერ დადებული ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობას.

ამ მუხლში დასახელებულ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ 113-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) და 130-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმა გადაახდევინონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს.