მუხლი 208.- 2 . „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და შესაბამისი ოქმის საფუძველზე იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე.