მუხლი 182. ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ვადების ან მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა

მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.