მუხლი 179.- 3. მავნებელი ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია

1. საზოგადოებრივი კვების ან სავაჭრო ობიექტის მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არასერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20000 ლარის ოდენობით.