მუხლი 177.- 11. ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების (მიწერილობის) შეუსრულებლობა

ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების (მიწერილობის) შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.