მუხლი 174.- 1 . შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა

1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის  მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება –

  გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –

  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.