მუხლი 172.- 5 . სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შემოსული მელოგინის, მისი გაპარვის ან მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შემოსული მელოგინის, მისი გაპარვის ან მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა, –

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.