მუხლი 171.- 2. თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის, თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას

1. თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის, თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასი ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარით.