მუხლი 159. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა

1. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების გაფრთხილებას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილების შეუსრუ ლებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 300 ლარის ოდენობით.