მუხლი 157.- 3. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) შეცვლა ან განადგურება

1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) უკანონო შეცვლა ან განადგურება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებისა და, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.