მუხლი 151.- 1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა

1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას.

2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.