მუხლი 144.-5. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებების რეგისტრაციაში გაუტარებლობა

რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებების, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებია, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციაში გაუტარებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.