მუხლი 144.- 1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა

1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, –

 გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.