მუხლი 128.- 2 . ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა

1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

4. ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.

5-1 .  ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).

5-2 .  ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).

6. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ კოდექსის 151 -1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით.

8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ (საჭაპნე ტრანსპორტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა არ მოითხოვება), გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, უშუალოდ ტრანსპორტირებისას) არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან რომელიც იმავე დადგენილებით განსაზღვრული წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ოქმის შემდგენი უფლებამოსილია დაათვალიეროს პირველადი გადამუშავების ადგილები, გააჩეროს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, ასევე მოითხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.