მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა

1. საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა –

გამოიწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების , ტვირთის , გზის , საგზაო თუ სხვა ნაგებობის , აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება , –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით .

შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი.