მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა

აეროდრომის რაიონში რაიმე ისეთი ნიშნების და მოწყობილობათა განლაგება, რომლებიც აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობათა მსგავსია, ან აეროპორტის, აეროდრომის ადმინისტრაციის ნებადაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობენ ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, რაც საშიშია საჰაერო ხომალდის ფრენისათვის, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა –შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

შენობებსა და ნაგებობებზე ღამის და დღის მარკირებული ნიშნების ან მოწყობილობათა განლაგების წესების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

სააეროდრომო მოწყობილობის, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნების და მათ მოწყობილობათა დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.

აეროპორტის (აეროვაგზლის გარდა), აეროდრომის, ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე გავლა სათანადო ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმების შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.