მუხლი 081. ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება

მოქალაქეთა მიერ ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების და დანადგარების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყუანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.