მუხლი 079.-2 . გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361  მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.