მუხლი 072.-1. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის ან ტყითსარგებლობის დაგეგმვის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის ან სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებულ მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნათა დარღვევა, ან ტყითსარგებლობა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება ტყეთმოწყობის ან სპეციალური გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ორას ლარამდე.