მუხლი 063. ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა

საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხე-ტყის ზეზეურად გაცემის, მთავარი სარგებლობის, მოვლითი ჭრისა და სპეციალური ჭრის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.