მუხლი 060.- 3. წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა

1. წყალშემკრებზე წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს, –

გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას ას ლარამდე, იურიდიულ პირთა – ხუთას ლარამდე.

2. სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილ სანიტარიული დაცვის ზონებსა და წყალდაცვით ზოლებში კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ორი ათასი ლარით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონაში, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორი ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ოთხი ათასი ლარით.