მუხლი 057. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა

წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ან მოჰყვა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილების, სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნების მოსპობა ან დაზიანება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და დამცავი ზონების ხელყოფა, გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლების დარღვევა, წიაღის შესახებ დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.